მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის, გართობისთვის ახალი ურთიერთობების, ახალი მეგობრების შესაძენად და კიდევ მრავალი დადებითი თვისების ჩამოთვლა შეიძლება... ძნელია არ გიყვარდეს მოგზაურობა, როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა... ქართველები განებივრებულები ვართ ულამაზესი ბუნებით, კულტურით და ისეთი რელიგიური ადგილებით, რომლის სილამაზეშიც ღმერთის ხელი ურევია. ტურიზმის სფერო განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიდში, შეიქმნა უამრავი ტურისტული კომპანია, რომელთა დახმარებით მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი და ორგანიზებული გახდა.
არსებობს უამრავი გვერდი ინტერნეტში სადაც შეგიძლიათ სასარგებლო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ადგილებზე, ლაშქრობებზე, ტურებზე... მეც შეძლებისდაგვარად დავეხმარები მოგზაურობის მოყვარულებს სასარგებლო ინფორმაციის მიგებაში. წარმატებულ, ბედნიერ და მხიარულ მოგზაურობებს გისურვებთ!
No comments:
Post a Comment