რჩევები დამწყებ მოლაშქრეებს ანუ რა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში
● რა არის აუცილებელი ლაშქრობისთვის?
1)ფეხსაცმელი
2)კარგი ზურგჩანთა
3)სალაშქრო ან კომფორტული შარვალი
4)საძლე ტომარა
5)კარავი
6)დანარჩენი წვრილმანებია
*კარგი ფეხსაცმელში იგულისხმება,კომფორტული,მაღალყელიანი,სასურველია წყალგაუმტარი,მსუბუქი ბათინკი ან სალაშქრო ბოტასი.საქართველოში ის შეგიძილიათ შეიძინოთ სამგორში სამხედრო ნივთების დახლებზე,მაღაზია იქსტრემში,მაგელანში ან მეორადების მაღაზიაშ თუ გაგიმართლებთ.ფასი დამოკიდებულია ხარისხზე.
*კარგი ზურგჩანთა არ იყიდება წერეთელზე!არც სპორტმასტერში! კარგი ზურგჩანთა უნდა გამოწეროთ ან იყიდოთ ბრენდირებულ მაღაზიაში.კარგი ზურგჩანთა ძვირი ღირს,მაგრამ დამიჯერეთ ხერხემალზე მკურნალობა უფრო ძვირი ღირს.
*კომფორტულ შარვალში არ იგულისხმება ჯინსის შარვალი,ჯინსი ლაშქრობისას არარეკომინდებულია მისი უხეში ქსოვილის და სიმძიმის გამო.
*საძილე ტომარას რომელზეც გამყიდველი გეუბნებათ რომ ის უძებს –15 გრადუს,სინამდვილეში ეს საძლე უძებს0 გრადუს,ხოლო მინუს 15 გრადუსი მისი ექსტრემალური ტემპერატურაა.
*კარავი აქ რთულად არის საქმე.ერთ ტენტიანი კარავი არ ვარგა! რომელია ერთ ტენტიანი კარავი? ერთ ტენტიანი კარავია ის რომელსაც არ აქვს მეორე ზედ გადასაფარებელი ტენტი,ხოლო ის რაც თქვენ მეორე ტენტად გატენით გამყიდველი უბრალოდ კარვის თავსახურია.სალაშქროდ ყველაზე გამართლებული წონის და ზომის მიხედვით არის 3 კაციანი კარვები.*თუ ეს ყველაფერი გექნებათ მერე უკვე საკმარის ცოდნასაც დააგროვებთ თუ რა წვრილმანები გჭირდებათ ლაშქრობისთვის.
No comments:
Post a Comment